მსოფლიო

მასადიკოვი: სომხეთის წევრობის საკითხი ОДКБ-ის 11 ნოემბრის სხდომაზე შეიძლება განიხილონ

მასადიკოვი: სომხეთის წევრობის საკითხი ОДКБ-ის 11 ნოემბრის სხდომაზე შეიძლება განიხილონ

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი ქვეყნების მეთაურებმა სომხეთის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება, შესაძლოა, 11 ნოემბერს, კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს მომავალ სხდომაზე მიიღონ. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტაალატბეკ მასადიკოვმა განაცხადა.

ერევნის შესაძლო გასვლაზე საუბრისას გენერალურმა მდივანმა თქვა: „თუ ამ საკითხს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე წარადგენენ, ეს შეიძლება მოხდეს“.

ОДКБ-ის კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს მორიგი სხდომა 11 ნოემბერს მოსკოვში გაიმართება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აგვისტოში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ორგანიზაციაში დაბრუნებას არ გეგმავს და მოხარული იქნება, თუ მას ორგანიზაციიდან გარიცხავენ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ