კონფლიქტები

მელანია ტრამპი: რუსეთი და უკრაინა ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

მელანია ტრამპი: რუსეთი და უკრაინა ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, რუსეთსა და უკრაინას შორის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია.

განცხადების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, ოლეშკიში საომარი მოქმედებები დროებით შეაჩერონ. ეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო დერეფნით ევაკუაციის მოსამზადებლად არის საჭირო. ლოკალური ცეცხლის შეწყვეტა ძალაში 29 ოქტომბერს უნდა შევიდეს.

მელანია ტრამპის თქმით: „დღეს ოლეშკიში ვითარება საშინელია. ოლეშკი ფრონტის ხაზზე ქალაქია, რომელიც კატასტროფის ზღვარზე იმყოფება. ოლეშკიში დარჩენილი მოსახლეობა ძირითადად შედგება მოხუცებისგან, რომლებიც სასწრაფოდ საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას, მედიკამენტებს, საკვებსა და სუფთა წყალს. სრულიად ნათელი იყო, რომ ჩემი ჩარევის გარეშე ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა და მოხუცი ხალხის ევაკუაცია შეუძლებელი იქნებოდა“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პირველი ლედი და მისი წარმომადგენელი ცეცხლის შეწყვეტის პირობების გასარკვევად რუსეთისა და უკრაინის ხელმძღვანელობასთან პირდაპირ მუშაობდნენ.

მელანია ტრამპმა დაამატა: „ორივე ქვეყნის არასამხედრო, სამოქალაქო პირები ერთად იმუშავებენ, რათა ეწვიონ ოლეშკის მაცხოვრებლებს მათ სახლებში და დაადგენენ დახმარების მოცულობას, რომელსაც ისინი საჭიროებენ. მცხოვრებლები, რომელთაც ევაკუაცია სურთ, კოორდინირებულ დახმარებასა და ტრანსპორტს მიიღებენ მათ მიერ არჩეულ დანიშნულების ადგილამდე. მოველი, რომ ზოგიერთს რუსეთში წასვლა ენდომება, და ზოგიერთს უკრაინაში“.

პირველი ლედის თქმით, მთელი პროცესის განმავლობაში რუსულ და უკრაინულ გუნდებთან ერთად ადგილზე მიუკერძოებელი ამერიკული მედია ორგანიზაცია იქნება და მოვლენებს გააშუქებს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ