პოლიტიკა

ნადარაია: პარტიების საქმეზე სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

ნადარაია: პარტიების საქმეზე სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით, 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის საქმეზე სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება.

ნადარაიამ განაცხადა, რომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობაზე პლენუმი გადაწყვეტილებას ორშაბათს გამოაცხადებს. შუამდგომლობა კონკრეტული პოლიტიკური პირების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა მოქმედი თუ ყოფილი ლიდერების მოწმის სახით გამოკითხვას შეეხება. ამის შემდეგ პროცესი არსებითი განხილვის ეტაპზე გადავა.

„შუამდგომლობების დასრულების შემდეგ უკვე იწყება არსებითი განხილვა. არსებითი განხილვა იწყება მომხსენებელი მოსამართლის მოხსენებით. გადაწყვეტილებას გამოვაცხადებ ორშაბათს და ამავდროულად, გადავალთ არსებითი განხილვის ეტაპზე. ამ სამმა დღემ აჩვენა, რომ საკმაო მუშაობა გვიწევს. მე არ ვიცი, ის კვირა მოვრჩებით თუ არა. თუ არ მოვრჩით, იმის მომდევნო კვირა დავისვენოთ. ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი იქნება დანიშნული. არ ვეკითხები არცერთ მხარეს, ყველა არის ვალდებული, რომ მობრძანდეს!“ – განაცხადა ნადარაიამ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ