სამართალი

სერგო მეთოფიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

სერგო მეთოფიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ, რომელიც მეორე კოლეგიის თავმჯდომარეც იქნება, სერგო მეთოფიშვილი აირჩია. ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლომ გაავრცელა.

პლენუმმა 2020 წლის 20 ოქტომბრის დადგენილებით, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით აირჩია მეთოფიშვილი.

ამავე დღეს პლენუმმა სასამართლოს კოლეგიების ჩამოყალიბების შესახებ დადგენილებაც მიიღო, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

პირველ კოლეგიაში შედიან ვასილ როინიშვილი, რომელიც კოლეგიის თავმჯდომარეა, ევა გოცირიძე და გოგა კიკილაშვილი. მეორე კოლეგიის წევრები არიან გიორგი თევდორაშვილი, სერგო მეთოფიშვილი და გიორგი მოდებაძე.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ