სამართალი

დიტო ჩუბინიძის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს

დიტო ჩუბინიძის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის საქმის განხილვა მიმდინარეობს. ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით არის დაკავებული.

სხდომაზე დაკავებული ჟურნალისტის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს იხილავენ.

გენერალურმა პროკურატურამ დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დააკავა. უწყების განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს".

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ