მსოფლიო

ზელენსკი: სანქციების გაუქმება პუტინს გააძლიერებს

ზელენსკი: სანქციების გაუქმება პუტინს გააძლიერებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სანქციების გაუქმება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გააძლიერებს. მისი თქმით, პუტინის მიმართ მისი დამოკიდებულება სრულიად ნათელია.

ზელენსკის განცხადებით, მასა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის პირადი დაპირისპირება არ არსებობს. „არაფერი პირადული ჩემსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის. რა თქმა უნდა, სანქციების გაუქმების წინააღმდეგი ვარ“, - თქვა მან.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გამართული შეხვედრა ნაყოფიერი იყო, თუმცა მას არ სჯერა, რომ პუტინს მშვიდობის მიღწევა სურს.

„პუტინი თამაშობს, იცით, ის მოთამაშეა. სამწუხაროა, რადგან ის სხვა ადამიანების სიცოცხლით თამაშობს და, რა თქმა უნდა, არ სურს ომის შეწყვეტა. ამიტომ, ჩვენი პარტნიორებისგან იმას ვითხოვთ, რომ მას გაძლიერებისა და ჩვენი გატეხვის შესაძლებლობა არ მისცენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ