მსოფლიო

დმიტრიევი: აშშ-თან დიზელის გარიგება 23 ოქტომბრიდან შევა ძალაში

დმიტრიევი: აშშ-თან დიზელის გარიგება 23 ოქტომბრიდან შევა ძალაში

რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა განაცხადა, რომ აშშ-თან „დიზელის გარიგება“ ძალაში 23 ოქტომბრიდან შევა. მისივე სიტყვით: „დიზელის გარიგების შესრულება ფაქტობრივად ხვალიდან დაიწყება“.

დმიტრიევის თქმით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება „ზოგიერთი ევროპელი კოლეგის“ წინააღმდეგობის მიუხედავად, „რომლებიც თავად გაცილებით მეტ რუსულ ენერგორესურსებს ყიდულობენ, ვიდრე აშშ“.

მან დასძინა: „ასევე, ჩვენ აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ სხვა ენერგეტიკული და ტექნოლოგიური პროექტების შესახებ, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების შექმნაზე“.

გახსენებისთვის, 9 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებას მიაღწია ამერიკული და მსოფლიო ბაზრებისთვის რუსული დიზელის საწვავის მიწოდებაზე.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ