სამართალი

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა. სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა.

გენერალურმა პროკურატურამ დომენტი (დიტო) ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დააკავა. უწყების განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს".

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ