მსოფლიო

გერმანიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით უკრაინის 53 წლის მოქალაქე, ვადიმ ი. დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. პოლიციამ მამაკაცი ბრანდენბურგში დააკავა.

გამოძიების მონაცემებით, ის რუსეთის სადაზვერვო სამსახურებისთვის 2025 წლის ივლისიდან მუშაობდა და სამხედრო ინფორმაციას აგროვებდა.

გამომძიებლების თქმით, ეჭვმიტანილი „ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოების, ასევე ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის ობიექტებზე მყოფი პერსონალისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის შესახებ“ ინფორმაციას აგროვებდა.

გერმანული მედიის ცნობით, დაკავებულს განსაკუთრებით ბუნდესვერის 45-ე სატანკო ბრიგადა აინტერესებდა. ამ ბრიგადის ლიეტუვაში განთავსება მომავალ წელს არის დაგეგმილი.

დაკავებული სასამართლოს წინაშე ხვალ წარდგება.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ