მაკრონი: შაბათს მხოლოდ პროფკავშირების ორგანიზებული აქციები დაშვებული იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, შაბათს მხოლოდ პროფკავშირების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები დაიშვება.
უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ მაკრონმა განაცხადა: „პროფკავშირების მიერ ორგანიზებული ლეგიტიმური მანიფესტაციები კანონმდებლობის შესაბამისად განიხილება და მათი დაშვება უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით მოხდება. ნებისმიერი სხვა პროტესტი, რომელიც პროფკავშირების მიერ არ იქნება ორგანიზებული, აიკრძალება, ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია“.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქ ლიონში 24 ოქტომბერს დაგეგმილი ყველა საპროტესტო აქცია აიკრძალა.
მაკრონის თქმით, გასულ შაბათს „ადგილი ჰქონდა ორგანიზებული ულტრამემარცხენე ჯგუფების პოლიტიკურ და ამბოხისკენ მიმართულ ქმედებებს, რომელთა მიზანიც რესპუბლიკის დამხობაა“.











