პოლიტიკა

პაპუაშვილი: პატრიარქის დაკრძალვისთვის 3 მილიონზე მეტი იყო გამოყოფილი, 700 000 ლარი ათვისდა

პაპუაშვილი: პატრიარქის დაკრძალვისთვის 3 მილიონზე მეტი იყო გამოყოფილი, 700 000 ლარი ათვისდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის პროცესისთვის 3 მილიონზე მეტი იყო გამოყოფილი, ათვისებულია კი სულ 700 000. მისი თქმით, თუ ვინმეს კორუფციის სურვილი ექნებოდა, ეს თანხა 3 მილიონსაც გაწვდებოდა. პაპუაშვილმა ეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამით მან „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ოქიტაშვილმა ფეისბუქპოსტით პროკურატურას მიმართა და ყოფილი კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის მიერ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების განკარგვის შესწავლა მოითხოვა.

პაპუაშვილის თქმით, თანხა დაიზოგა და „კორუფცია რომ ყოფილიყო, გადაჭარბებითაც იქნებოდა ათვისებული“.

„პრემიერ-მინისტრმა ამასთან დაკავშირებით საკმაოდ ამომწურავი პასუხი გასცა, მარტივი რიცხვების მოყვანით. თუ არ ვცდები, იყო 3 მილიონზე მეტი გამოყოფილი დაკრძალვის პროცესისთვის. თუ არ ვცდები, 700 000 იქნა მთლიანად ათვისებული. ასე რომ, იქ რომ ვინმეს კორუფციის სურვილი ჰქონოდა, ის 3 მილიონსაც გაწვდებოდა.

თავად ამ პოსტის ავტორიც თავისივე განცხადებით ამას არ ამტკიცებს, თქვა ეჭვი, შემდეგ თქვა, რომ თუ აგვიხსნით, ბოდიშსაც მოვიხდიო.

ბატონმა პრემიერმა, ამომწურავად, რიცხვებით აჩვენა, რომ იქ შეუძლებელია საერთოდ კორუფციაზე გქონდეს საუბარი, როდესაც თანხები დაზოგილი არის. კორუფცია რომ ყოფილიყო, გადაჭარბებითაც იქნებოდა ათვისებული. როდესაც ასეთ თემას ვეხებით, ვფიქრობ არ ღირს, რომ ეს იყოს სისტემა, სადაც სპეკულირება მოხდება ბრალდებებით და რაღაც მოსაზრებებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ