საზოგადოება

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ დაჯილდოება დეკემბრის ბოლოს გაიმართება. ღონისძიებაზე გაირკვევა, რომელი სამი გუნდი გახდება 2026 წლის გამარჯვებული.

კონკურსი საქართველოში 2014 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) დარგებისა და ინოვაციების პოპულარიზაციას 13-17 წლის ახალგაზრდებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. 12 წლის განმავლობაში მასში 999 გუნდის დაახლოებით 4000 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, ფინალში გასული გუნდების მიერ კი 160 პროტოტიპი შეიქმნა.

ახალგაზრდებს შეუძლიათ გუნდი შექმნან და პროექტი შემდეგი კატეგორიებიდან ერთ-ერთში წარადგინონ: კოსმოსი და ავიაცია, კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა და კვება, გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები, რობოტექნიკა.

წელს კონკურსში 123 გუნდის განაცხადი შევიდა, მარათონში კი 437 მონაწილე ჩაერთო. სექტემბერში დამოუკიდებელმა ჟიურიმ 10 ფინალისტი გუნდი გამოავლინა.

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია უკვე მეხუთე წელია. ბანკის მხარდაჭერით მესამე ადგილზე გასული გუნდი ყოველწლიურად სასწავლო ვიზიტით შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაცია CERN-ში მიემგზავრება. მეორე ადგილის გუნდები საერთაშორისო STEM პროექტებში ერთვებიან და პროფესიულ გამოცდილებას იღებენ, პირველი ადგილის გუნდი კი ტრადიციულად აშშ-ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში (Space Center University) მონაწილეობს.

ფინალისტ გუნდებსა და მათ პროექტებს საზოგადოება მომდევნო კვირიდან დეტალურად გაეცნობა. მათ ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის ოფიციალური სოციალური ქსელების მეშვეობით შეძლებენ თვალის დევნებას.

კონკურსს ათასწლეულის ფონდი ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით. მას მხარს აშშ-ის საელჩო უჭერს, ოფიციალური პარტნიორები კი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფია.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ