სახალხო დამცველი თბილისის „მწვანე სკოლის“ მოსწავლეებს შეხვდა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და მისი მოადგილე ირინე ჩიხლაძე თბილისის „მწვანე სკოლის“ მოსწავლეებს შეხვდნენ. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი იუწყება.
აპარატის ინფორმაციით, მოსწავლეთა ინტერესიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მათ საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები გააცნეს.
„შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ფორმები, ასევე, მოქალაქეობის მინიჭებისა თუ უარის თქმის საფუძვლები. ისაუბრეს ამ მიმართულებით ადამიანის უფლებების დასაცავად სახალხო დამცველის მანდატზე, საქმიანობასა და რეაგირების მექანიზმებზე.
მოსწავლეები არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის, მათ შორის, არასრულწლოვანთა მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებების საკითხებითაც დაინტერესდნენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.











