თბილისში „შაბათის მარში“ მიმდინარეობს, აქციას დავითაძის ოჯახი შეუერთდა

თბილისში ტრადიციული „შაბათის მარში“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „ავლაბრის“ მეტროსთან შეიკრიბნენ და მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. მარში პარლამენტთან დასრულდება.
აქციას შეუერთდნენ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები.
დავითაძის მამამ საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი სიტყვებით: „მოვუწოდებ ყველა პატიმრის მშობლებს, ნათესავებს: ნუ დაიხევენ უკან. არავინ არც კი გაბედოს, დამალოს სიბინძურე, რაც ციხეებში ტრიალებს, რათა არ მიეცეთ მეტი წამების და არაადამიანური მოპყრობის განწყობა ჩვენს ბადრაგებს“.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ









