პაპუაშვილი საფრანგეთში მიმდინარე აქციებს ეხმაურება და ქარის დათესვაზე საუბრობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ეხმაურება.
პაპუაშვილის თქმით, ვინც „სხვის ქვეყანაში ქარს თესავს, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის“.
„არც ესენი იყვნენ ვენეციელი კარტოგრაფები, და არც ისინი - სწავლას მოწყურებული ეგვიპტელი სტუდენტები. ის, რასაც ამ დღეებში საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის”, - წერს პაპუაშვილი.
პოსტთან ერთად მან ფოტო გააზიარა, რომელზეც აქტივისტებთან ერთად საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი ჩანს.
საფრანგეთში გამართული საპროტესტო აქციების დროს შეტაკებები მოხდა. BBC-ის ცნობით, სულ მცირე 1200 ადამიანი დააკავეს. დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში შენობებს ცეცხლი წაუკიდეს, მათ შორის ლიმოჟში, სადაც მერიის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სახურავის ნაწილი ჩამოინგრა.











