„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო კირცხალიასა და პატარაძით გაფართოვდება

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში ირაკლი კირცხალია და ზურაბ პატარაძე შევლენ. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო.
ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პოლიტსაბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს.
„პარტიის წესდების თანახმად, გვაქვს პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გაფართოების შესაძლებლობა. მიღებული იქნა გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ









