საზოგადოება

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა დაიწყება

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა დაიწყება

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით 21 ოქტომბრიდან დაიწყება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და მას სრულად სახელმწიფო აფინანსებს.

სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ ფრანგული წარმოების სამკომპონენტიანი ვაქცინის (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip) 200 000 დოზა შეიძინა. ეს ვაქცინა ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორისაა.

სამინისტრო განმარტავს, რომ ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაციაც გრიპის სეზონზე მოსალოდნელია.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცრა მაღალი რისკის ჯგუფებისთვის: ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ონკოპაციენტებისთვის, ორსულებისთვის, 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე თავშესაფრებისა და პანსიონატების ბენეფიციარებისა და თანამშრომლებისთვის.

ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში აცრა 6 თვის ასაკიდან არის შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ