მსოფლიო

მაკრონმა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის შეთავაზება არ მიიღო

მაკრონმა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის შეთავაზება არ მიიღო

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შინაგან საქმეთა მინისტრ ლორან ნუნეზის გადადგომის შეთავაზება არ მიიღო. ამის შესახებ Reuters-ი ელისეს სასახლეზე დაყრდნობით იტყობინება.

ელისეს სასახლის განცხადებით, მაკრონმა აღნიშნა, რომ ნუნეზი თანამდებობაზე უნდა დარჩეს, რათა პოლიციასა და უსაფრთხოების ძალებში ბრძანებების გადაცემის უწყვეტობა იყოს უზრუნველყოფილი. პრეზიდენტმა მინისტრს ასევე დაავალა, რაც შეიძლება სწრაფად შეიმუშაოს ახალი მიდგომები მოროდიორებთან გასამკლავებლად.

შაბათს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული დემონსტრაციები არეულობაში გადაიზარდა: სხვადასხვა ქალაქში აგრესიული ჯგუფები პოლიციას დაუპირისპირდნენ, დაიწვა მუნიციპალიტეტის შენობა და გაიძარცვა მაღაზიები. კვირას დაპირისპირებები პარიზსა და მარსელში მოხდა, სადაც პოლიცია კომერციული ობიექტების გაძარცვის მცდელობების აღსაკვეთად ჩაერია.

საპროტესტო გამოსვლები მოსახლეობის უკმაყოფილებამ გამოიწვია, რაც ცხოვრების ხარჯების ზრდას, საჯარო სერვისების გაუარესებასა და სკოლებში არსებულ მდგომარეობას უკავშირდება.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ