იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20,5 მილიარდ დოლარს გადასცდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 20 535.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ეს წინა წლის შესაბამის პერიოდზე 9.2 პროცენტით მეტია.
ექსპორტმა 6 153.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და 19.6 პროცენტით გაიზარდა, იმპორტი კი 14 382.0 მლნ. აშშ დოლარია, ზრდა 5.3 პროცენტია.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 8 228.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.1 პროცენტია.
ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილი მთლიან ექსპორტში 67.8 პროცენტია. პირველ სამეულშია ყირგიზეთი (650.2 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (583.1 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (566.7 მლნ. აშშ დოლარი).
ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა მთლიან იმპორტში 69.2 პროცენტი შეადგინა. სათავეში არიან თურქეთი (2 187.7 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (1 746.1 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 716.3 მლნ. აშშ დოლარი).
ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილი მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 64.8 პროცენტია. ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი (2 547.0 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (2 329.2 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (2 211.1 მლნ. აშშ დოლარი).
საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებში პირველია მსუბუქი ავტომობილები 1 529.3 მლნ. აშშ დოლარით, ანუ მთელი ექსპორტის 24.9 პროცენტით. მეორეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 811.8 მლნ. აშშ დოლარით (13.2 პროცენტი), მესამე კი ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 464.0 მლნ. აშშ დოლარით (7.5 პროცენტი).
იმპორტში ყველაზე დიდი სასაქონლო ჯგუფი მსუბუქი ავტომობილებია: 2 652.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 18.4 პროცენტი. მეორე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 407.2 მლნ. აშშ დოლარით (9.8 პროცენტი), მესამეზე კი დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 526.8 მლნ. აშშ დოლარით (3.7 პროცენტი).











