ეკონომიკა

ეროვნული ბანკის საბჭომ ყეინიშვილი გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან ერთხმად ჩამოაცილა

ეროვნული ბანკის საბჭომ ყეინიშვილი გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან ერთხმად ჩამოაცილა

ეროვნული ბანკის საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებამდე საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობას არ მიიღებს. შესაბამისი განცხადება ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა.

ბანკის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ძალაში იქნება გამოძიების დასრულებამდე და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე.

განცხადების თანახმად, საბჭომ დღეს განიხილა ყეინიშვილის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობიდან აცილების საკითხი. გენერალური პროკურატურის მიერ ყეინიშვილთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებამდე, საბჭოს მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ ის არ უნდა იღებდეს მონაწილეობას გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში.

გადაწყვეტილების მიღებისას საბჭომ იხელმძღვანელა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლებით, რომლებიც კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში დაინტერესებული პირის აცილებას ითვალისწინებს. ბანკის განმარტებით, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც მის გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ