ეკონომიკა

ტრამპი: ტაივანი ალასკის პროექტის თხევადი გაზის 30-ის შესყიდვას თანხმდება

ტრამპი: ტაივანი ალასკის პროექტის თხევადი გაზის 30-ის შესყიდვას თანხმდება

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ტაივანი დათანხმდა, შეისყიდოს ალასკის შტატში მილსადენის პროექტის ფარგლებში წარმოებული თხევადი ბუნებრივი აირის 30%. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, შეთანხმების პირობები ჯერ გაურკვეველია. აშშ-ის ვაჭრობის მინისტრმა ჰოვარდ ლატნიკმა განაცხადა, რომ ტაივანმა მილსადენის განვითარებაში 4.4 მილიარდი დოლარის ინვესტირების ვალდებულება აიღო.

ტაივანის ეკონომიკის სამინისტრომ, რომელიც ენერგეტიკულ პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ