ეკონომიკა

კვიჟინაძე: ხელფასები და პენსიები ფასებზე მეტად იზრდება

კვიჟინაძე: ხელფასები და პენსიები ფასებზე მეტად იზრდება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ მედიასთან განაცხადა, რომ ხელფასები და პენსიები ფასებზე მეტად იზრდება.

ერთი დღით ადრე კვიჟინაძემ აღნიშნა, რომ დეპუტატის ხელფასის 1080 ლარით გაზრდა ბიუჯეტს წლიურად 1.3 მილიონი ლარი დაუჯდებოდა, პენსიის თითო ლარით გაზრდა კი 11 მილიონი ლარი.

12 ოქტომბერს პენსიებზე ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემაც ისაუბრა და 45-ლარიან ზრდას შთამბეჭდავი უწოდა.

2027 წლის იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია ნომინალურად 12%-ით, 370-დან 415 ლარამდე გაიზრდება. 70 წლისა და უფროსი ასაკის პირთა პენსიაც 12%-ით, 495-დან 555 ლარამდე იზრდება.

აპრილიდან ინფლაცია 5-6 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. შესაბამისად, პენსია მუდმივ ფასებში დათვლითაც იზრდება, თუმცა უფრო მცირე მასშტაბით.

2025 წელს ნომინალური ხელფასები 10%-ით გაიზარდა, მუდმივ ფასებში დათვლით კი 5.7%-ით. 2026 წლის მეორე კვარტალში რეალური ხელფასის ზრდის ტემპი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2%-მდე შემცირდა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ