დმიტრიევი: აშშ-სკენ მიმავალი რუსული დიზელის ტანკერები კურსს განაგრძობენ

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომდგენელი ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევი აცხადებს, რომ ინფორმაცია აშშ-სკენ მიმავალი რუსული დიზელის ტანკერების კურსის შეცვლის შესახებ ყალბია.
„სიყალბეა. აშშ-ისკენ მიმავალი ტანკერები კურსს განაგრძობენ. რატომ ვრცელდება The Financial Times-გან ამდენი ყალბი ინფორმაცია?“ — წერს დმიტრიევი სოციალურ ქსელში.
The Financial Times-მა გუშინ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რუსული დიზელის საწვავით დატვირთული სამი ტანკერიდან ორმა, რომლებიც აშშ-სკენ მიემართებოდნენ, კურსი შეცვალა. გამოცემის მონაცემით, ეს შესაძლოა მიუთითებდეს, რომ ჩაიშალა პრეზიდენტ ტრამპის შეთანხმება მოსკოვთან დიზელის საწვავზე.
გამოცემის წყაროების თქმით, მესამე ტანკერიც შეცვლის კურსს „რეგულატორული, საკანონმდებლო და სასანქციო საკითხების გამო“.











