მსოფლიო

ტრამპი დმიტრიევთან შეხვედრის შემდეგ: „შეთანხმება იქნება, დიდი შეთანხმება იქნება“

დონალდ ტრამპი კირილ დმიტრიევთან შეხვედრის შემდეგ - ვერ გეტყვით, რაზე ვისაუბრე, უბრალოდ გეტყვით, რომ შეთანხმება იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში პუტინის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს პირადად შეხვდა. შეხვედრა პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ ორგანიზებული ღონისძიების შემდეგ შედგა.

ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რაზე ისაუბრა დმიტრიევთან. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის მოგვარებისკენ მიმართული შეთანხმება შესაძლოა მალე გაფორმდეს. თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას მან დასძინა, რომ ომის დასრულების საკითხი გადაწყვეტასთან ახლოსაა და შეთანხმება მთელ ევროპასაც შეეხება.

„ვერ გეტყვით, რაზე ვისაუბრე. უბრალოდ გეტყვით, რომ შეთანხმება იქნება, დიდი შეთანხმება იქნება და მასში უკრაინაზე მეტი მხარე იქნება ჩართული. შეიძლება მასში მთელი ევროპაც კი იყოს ჩართული. ეს იქნება დიდი და შესანიშნავი შეთანხმება, რომლითაც ყველა აღფრთოვანებული დარჩება“, - განაცხადა ტრამპმა.

სტატიაში მოხსენიებული პირები

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ