პოლიტიკა

ხოშტარია „დროას“ რუსეთში „არასასურველად“ გამოცხადებაზე: „ვიღებ მილოცვებს“

ელენე ხოშტარია - ვიღებ მილოცვებს! პუტინის სისხლიანი რეჟიმისთვის მე და ჩემი პარტია „დროა“ სასურველები რომ ვიყოთ, თავიც მექნებოდა მოსაკლავი

პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რუსეთში მათი პარტიის „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებას. მისი თქმით, ის, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები არიან, მხოლოდ საამაყოა და ნამდვილად პატივია.

ხოშტარიამ დაწერა: „ვიღებ მილოცვებს! პუტინის სისხლიანი რეჟიმისთვის მე და ჩემი პარტია „დროა“, სასურველები რომ ვიყოთ, თავიც მექნებოდა მოსაკლავი.“

მისივე სიტყვებით, რუსეთისთვის თითოეული პროქართული, მაშასადამე, პროევროპული პარტია მტრულია, ამიტომ კრძალავს მათ „ქართული ოცნება“. ხოშტარიას თქმით, პუტინისთვის მტერია ყველა პროქართველი საქართველოს მოქალაქეც.

„საბედნიეროდ, ჩვენ უმრავლესობაში ვართ, ხოლო შალვა პაპუაშვილები - სრულ უმცირესობაში. ბოლომდე!“ - დაწერა ხოშტარიამ.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა. რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, პარტიის საქმიანობა „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო მიიჩნიეს „არასასურველად“.

სტატიაში მოხსენიებული პირები

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ