თბილისი

ვეკუას სკოლის მშობლები: სამინისტრომ სწავლის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი შემოგვთავაზა, ორშაბათიდან რა იქნება, არ ვიცით

ვეკუას სკოლის მოსწავლეთა მშობლები - სამინისტრო სწავლის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტს გვთავაზობს: ჰიბრიდულ სწავლებას, მეორე სმენას, მოსწავლეების შენობის არაავარიულ ნაწილში დარჩენას, საუბარია სექტემბრი

თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. მშობლების თქმით, ჯერ არ იციან, რა ფორმით გააგრძელებენ მოსწავლეები სწავლას ორშაბათიდან. სამინისტრომ დაპირება დაუდო, რომ ორი დღის განმავლობაში სამოქმედო გეგმა გამოიკვეთება.

ერთ-ერთი მშობლის განმარტებით, უწყებამ ალტერნატიული ვარიანტები შესთავაზა: ჰიბრიდული სწავლება, მეორე ცვლა და მოსწავლეების სხვადასხვა სკოლაში გადანაწილება, მათ შორის 51-ე საჯარო სკოლასა და სხვა ალტერნატიულ სკოლებში. განიხილეს ასევე მოსწავლეების ნაწილის ონლაინ სწავლებაზე გადაყვანა და მოსწავლეთა ნაწილის შენობის არაავარიულ ნაწილში დატოვება. ეს ბოლო წინადადება მშობლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

მშობლის თქმით, ამაზე ერთსულოვნად შეთანხმდნენ და სამინისტროს წარმომადგენელმა ეს პოზიცია გაიზიარა. ახლა საუბარია იმაზე, რომ სამინისტროში მოილაპარაკებენ და რაიმე ახალ შეთავაზებას გააკეთებენ.

შეხვედრაზე ითქვა, რომ დაიწყება ალტერნატიული ფართის მოძიება, სადაც პირველ ცვლაში სრულფასოვნად შეძლებენ საკლასო ოთახებში გაკვეთილების ჩატარებას. სამომავლოდ ტექნიკური უნივერსიტეტის შენობის გარემონტებასა და მომდევნო სასწავლო წლიდან იქ სწავლის დაწყებაზეც არის საუბარი.

მშობლის სიტყვებით, „საკმაოდ რთული და მწვავე პრობლემის წინაშე ვდგავართ. ორ დღეში სასწავლო პროცესია და ჩვენი შვილები შეძლებენ თუ ვერ შეძლებენ სკოლაში დაბრუნებას, ჩვენ ეს არ ვიცით“.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვეკუას სახელობის N42 სკოლაში სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, ჩერდება. მიზეზი ავარიული შენობა და ექსპერტიზის დასკვნაა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ