ჰეგსეთი: ირანის წინააღმდეგ ომი მამაცური და ისტორიულია, იმპიჩმენტი არ გამოუვათ

აშშ-ის ომის მინისტრი პიტ ჰეგსეთი ირანის წინააღმდეგ ომს „მამაცურ და ისტორიულ“ მოვლენად აფასებს. მისივე თქმით, ის კონგრესში მისი იმპიჩმენტის მცდელობებს დაუპირისპირდება.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ჰეგსეთმა განაცხადა: „ხედავთ, ისინი მე მესხმიან თავს - ჩვენ გვესხმიან თავს - რადგან ეფექტურად ვმუშაობთ. ეს არ გამოუვათ. ჩვენ უკან არ დავიხევთ“.
იმპიჩმენტის პროცესს მან „ფარსი“ უწოდა და აღნიშნა, რომ თავად ტრამპის მიმართაც ორჯერ იყო ინიცირებული იმპიჩმენტი. ჰეგსეთის თქმით: „ეს ყველაფერი პიროვნული განადგურების პოლიტიკას უკავშირდება. ეს არ გამოვიდა პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოვა. ამაში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ“.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადეს, რომ შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელების“ მარცხის მიზეზი ირანის წინააღმდეგ ომით ამომრჩეველთა უკმაყოფილება გახდა.
გუშინ, კითხვაზე, ელის თუ არა საკადრო ცვლილებებს, ტრამპმა ჰეგსეთი შეაქო და თქვა, რომ თავდაცვის მინისტრმა „ფანტასტიკური სამუშაო გასწია“. ტრამპმა მიანიშნა, რომ მის მიმართ არსებული წინააღმდეგობა გენერლების თანამდებობიდან გათავისუფლებას უკავშირდება.
სტატიაში მოხსენიებული პირები











