მსოფლიო

მარტა კოსი: სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ

მარტა კოსი: სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ

სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ. ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერით სომხეთის მოქალაქეებს ახალი ბიომეტრიული პასპორტების მიღება შეეძლებათ. ეს საზღვრის გადაკვეთის პროცედურებს დააჩქარებს და მოგზაურობას გაამარტივებს.

„სომხეთი ევროპასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობებს ირჩევს და ჩვენ ვზრუნავთ, რომ ამ არჩევანმა მის მოქალაქეებამდე რეალური შედეგებით მიაღწიოს“, – წერს მარტა კოსი სოციალურ ქსელში.

სომხეთში ბიომეტრიული პასპორტების გაცემა 1 ნოემბრიდან დაიწყო. ბიომეტრიული სისტემის დანერგვა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამჟამად სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგს აწარმოებს.

სტატიაში მოხსენიებული პირები

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ