პოლიტიკა

ქადაგიშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე გათავისუფლებულებზე: ციხეში უცხოელი პარტნიორების დამსახურებით მოხვდნენ

ირაკლი ქადაგიშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებულებზე - უცხოელი პარტნიორების დამსახურებაა, რომ ციხეში მოხვდნენ და საქართველოს სახელმწიფოს დამსახურებაა, რომ დღეს თავისუფლებაზე

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებულ მსჯავრდებულებზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მათი ციხეში მოხვდრა უცხოელი პარტნიორების დამსახურებაა, თავისუფლებაზე გამოსვლა კი საქართველოს სახელმწიფოს დამსახურებაა.

ქადაგიშვილის თქმით, გათავისუფლებულები საკუთარი განცხადებებით ყოფილი თანამებრძოლების მხრიდან მოსალოდნელი „ბულინგისგან“ თავის დაცვას ცდილობენ.

„ფაქტია ის, რომ მათ მოინანიეს. ფაქტია, რომ შეწყალება სახელმწიფოსგან ითხოვეს და ბუნებრივია ახლა, როდესაც გამოდიან, ცდილობენ, რომ რაღაცნაირად თავიდან აიცილონ ის „ბულინგი“, რომელსაც ის ადამიანები, მათი „თანამებრძოლები“ მათ მიმართ იყენებენ. მოგეხსენებათ, რომ ამ ძალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთმა ადამიანებმა საპატიმროები არ დატოვონ, რომ შემდგომში ევროკომისიის ასეთ მიკერძოებულ ანგარიშებში „თვითნებურად დაპატიმრებულთა“ ეს ტერმინი არსებობდეს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, უცხოელი პარტნიორების დამსახურებაა, რომ ისინი ციხეში მოხვდნენ, ხოლო საქართველოს სახელმწიფოს დამსახურებაა, რომ სახელმწიფომ ისინი დღეს თავისუფლებაზე გამოუშვა.

„თუ გაიგებენ ამას, ზოგადად ცხოვრებაში გამოადგებათ და თავისი ქვეყნისათვის სამსახურში გამოადგებათ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ