ბომბის ცრუ შეტყობინებების გამო ევროპაში თვითმფრინავები იძულებით დაჯდნენ

ევროპის ქვეყნებში ბომბის შესახებ ცრუ შეტყობინებების გამო თვითმფრინავებს ერთმანეთის მიყოლებით იძულებით დაშვება მოუწიათ.
Reuters-ის ცნობით, ფსიქოლოგიური ტერორის მიღმა, რასაც ფინანსური ზარალიც ახლავს, შესაძლოა რუსეთი ან ირანი იდგნენ.
ცრუ შეტყობინებების სამიზნე ამა თუ იმ ფორმით ირლანდია, იტალია, ჩეხეთი, პოლონეთი და ბელგია გახდნენ. ავიაკომპანიები ან ამ ქვეყნებს ეკუთვნოდათ, ან მათ თვითმფრინავებს ამ ქვეყნების ტერიტორიაზე მოუწიათ დაშვება.
5 ნოემბრის მოვლენები პირველი შემთხვევა არ არის. სამშაბათს, 3 ნოემბერს, მუქარის შემცველი განცხადება 7 რეისზე გაიგზავნა, თუმცა შეტყობინება მაშინაც ყალბი აღმოჩნდა.
11-12 ოქტომბერს საფრანგეთში, ხოლო 2 ნოემბერს შვედეთში, ბელგიასა და ლუქსემბურგში სუპერმარკეტების მაცივრები დაჰაკეს. ტემპერატურა დისტანციურად 50°C-მდე აუწიეს და მათში შენახული პროდუქცია გააფუჭეს.











