ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნები: ეგზიტპოლებით ილიანა იოტოვა 58%-ით იგებს

ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ეგზიტპოლების მონაცემებით, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ილიანა იოტოვამ გაიმარჯვა.
საზოგადოებრივი აზრის კვლევის რამდენიმე ორგანიზაციის მონაცემებით, იოტოვამ ხმების დაახლოებით 58% მიიღო. მისმა მეტოქემ, პრემიერ-მინისტრის ყოფილმა მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი გიუროვმა, რომელსაც პროდასავლური ოპოზიციური პარტიები უჭერდნენ მხარს, დაახლოებით 38% მიიღო.
62 წლის იოტოვა მოქმედი პრემიერ-მინისტრის, რუმენ რადევის მოკავშირეა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იანვარში გახდა, როდესაც რადევმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით თანამდებობა დატოვა.
გიუროვმა მარცხი აღიარა და განაცხადა, რომ ბულგარეთის მოქალაქეებმა ასეთი არჩევანი გააკეთეს და შედეგები ისეთი უნდა მიიღონ, როგორიც არის.
ბულგარეთის პრეზიდენტის ფუნქციები დიდწილად ცერემონიალურია, თუმცა იგი შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია. პოლიტიკური კრიზისების დროს მას შეუძლია დროებითი მთავრობების დანიშვნა და კანონებზე ვეტოს დადება.











