მსოფლიო

რუბიო: არ გამოვრიცხავ, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტზე ზელენსკი მოიწვიონ

მარკო რუბიო - არ გამოვრიცხავ, რომ ,,დიდი ოცეულის” სამიტზე პრეზიდენტი ზელენსკი იქნას მოწვეული

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ არ გამორიცხა, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოიწვიონ. ეს მან ატლანტაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუბიოს ჰკითხეს, მიიწვევენ თუ არა ზელენსკის 14-15 დეკემბერს მაიამიში გასამართ სამიტზე, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკვე მოწვეულია.

„ეს პრეზიდენტის [ტრამპის] გადასაწყვეტია. არ გამოვრიცხავ ამას. მით უმეტეს, თუ რამე დადებითი შეიძლება მოხდეს მისი დასწრების შედეგად, მაგრამ ამასთან დაკავშირებით განცხადება დღეს არ მაქვს,“ - განაცხადა რუბიომ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ