კონფლიქტები

მელანია ტრამპი: ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა, 800-მდე ადამიანი ევაკუირებულია

მელანია ტრამპი - ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა - ვიმედოვნებ, ოლეშკი ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მშვიდობის საფუძველს შექმნის

აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის განცხადებით, უკრაინის ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა.

„ამერიკის სახელით, მადლობას ვუხდი რუსეთსა და უკრაინას გამოჩენილი ლიდერობისა და თანამშრომლობისთვის ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამყარებასთან დაკავშირებით“, - აცხადებს მელანია ტრამპი.

მისი თქმით, მისია წარმატებული აღმოჩნდა: რეგიონს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება მიეწოდა და 800-მდე ადამიანი ევაკუირებულია. „იმედი მაქვს, ოლეშკი ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მშვიდობის საფუძველს შექმნის“, - დასძინა მან.

მანამდე უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა, რომ ხერსონის ოლქში, ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციისთვის მოქმედი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა. მისი თქმით, ამჟამად განიხილება ასეთი ჰუმანიტარული ღონისძიებების გაგრძელების შესაძლებლობა.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 27 ოქტომბერს დაიწყო.

სტატიაში მოხსენიებული პირები

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ