ნავროცკი: საკონსტიტუციო ტრიბუნალის ხელში ჩაგდება ძალის გამოყენებით მოხდა

პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი აცხადებს, რომ გასულ ღამეს პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგი დაირღვა. განცხადება მან გაავრცელა.
„საკონსტიტუციო სახელმწიფო ორგანოს ხელში ჩაგდება ძალის გამოყენებით მოხდა. კონსულტაციები გავიარე უზენაესი სასამართლოს პირველ პრეზიდენტთან, ზბიგნევ კაპინსკისთან, რომელიც ასევე, კანონიერად არ ცნობს იმ პირების ქმედებებს, რომლებაც საკონსტიტუციო ტრიბუნალის ძალაუფლების უზურპაცია მოახდინეს“, - აცხადებს პოლონეთის პრეზიდენტი.
ნავროცკის თქმით, საკონსტიტუციო ტრიბუნალის ირგვლივ განვითარებული მოვლენების განსახილველად ის საპარლამენტო ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
„სამართლებრივი წესრიგის აღდგენასა და მთავრობის მიერ გაგზავნილი ძალოვანი სტრუქტურების ტრიბუნალის ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებას მოვითხოვ“, - ნათქვამია პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებაში.











