მსოფლიო

ირანმა ბრიტანეთის MI6 „მტრულ ჯგუფად“, საზღვაო და საჰაერო ძალები კი „ტერორისტულ ორგანიზაციებად“ გამოაცხადა

ირანმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო დაზვერვის სამსახური, საზღვაო და საჰაერო ძალები „ტერორისტულ ორგანიზაციებად“ გამოაცხადა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს საგარეო დაზვერვის სამსახური (MI6) „მტრულ ჯგუფად“, ხოლო სამეფო საზღვაო და სამეფო საჰაერო ძალები „ტერორისტულ ორგანიზაციებად“ გამოაცხადა. უწყებამ ბრიტანეთის მთავრობის „მტრული და უკანონო ქმედებები“ თეირანის წინააღმდეგ დაგმო და საპასუხო ზომები გამოაცხადა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრიტანეთის მთავრობის ირანის საწინააღმდეგო პოლიტიკა და ქმედებები ეწინააღმდეგება გაეროს წესდებასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, კერძოდ, ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ უკანონო ზომების გამოყენების აკრძალვის პრინციპებს.

უწყების თქმით, ირანის მიერ მიღებული ზომები პასუხია დიდი ბრიტანეთის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ ანტიტირანულ ქმედებებზე.

განცხადებაში აღნიშნულია: „მათ შორისაა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის აგრესიულ ომში ბრიტანეთის მონაწილეობა სამხედრო ბაზების, ობიექტებისა და ლოჯისტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის გზით, აგრეთვე 2026 წლის 13 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) „სახელმწიფო საფრთხეების შესახებ“ 2026 წლის კანონის მოქმედების სფეროში მოექცია“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ