ტრამპი ზელენსკის „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიწვევაზე: სიამოვნებით, პრობლემა არ არის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიწვევაში პრობლემას ვერ ხედავს.
ტრამპს ჰკითხეს, მიიწვევდა თუ არა ზელენსკის სამიტზე იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასეთი მიწვევა მიიღო. ტრამპმა უპასუხა: „დიახ, სიამოვნებით. პრობლემა არ არის“.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ზელენსკის სამიტზე მოწვევას.
„ეს პრეზიდენტის [ტრამპის] გადასაწყვეტია. არ გამოვრიცხავ ამას. მით უმეტეს, თუ რამე დადებითი შეიძლება, მოხდეს მისი დასწრების შედეგად, მაგრამ ამასთან დაკავშირებით განცხადება დღეს არ მაქვს“, - განაცხადა რუბიომ.
სტატიაში მოხსენიებული პირები
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











