კონფლიქტები

უკრაინაში „საჰაერო განგაშის“ აპლიკაციამ კიბერშეტევის შემდეგ მუშაობა ნაწილობრივ განაახლა

უკრაინაში “საჰაერო განგაშის” აპლიკაციამ კიბერშეტევის შემდეგ მუშაობა ნაწილობრივ განაახლა

უკრაინაში „საჰაერო განგაშის“ აპლიკაციამ ჰაკერული თავდასხმის შემდეგ მუშაობა ნაწილობრივ განაახლა. ამის შესახებ აპლიკაციის გუნდმა განაცხადა.

გუნდის თქმით, აპლიკაციას თანდათანობით აღადგენენ. ყვითელი და წითელი განგაშის დონეების შესახებ ინფორმაცია, შესაბამისად დრონებით და დრონებით/რაკეტებით მასიური თავდასხმების შემთხვევაში, რუკაზე უკვე ხელმისაწვდომია. რუკაზე სამიზნის ჩვენება დროებით შეფერხებულია.

გუნდი განმარტავს, რომ მომავალში მსგავსი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად დამატებით უსაფრთხოების ზომებს ახორციელებს. მათივე თქმით, აპლიკაცია პერსონალურ მონაცემებს არ ინახავს და არ იყენებს, ამიტომ მომხმარებლებისთვის საფრთხე არ არსებობს.

ჰაკერული თავდასხმა აპლიკაციაზე წინა დღეს განხორციელდა. მაშინ მომხმარებლებს რუსულ ენაზე შეტყობინებები მოუვიდათ რადიაციული და ქიმიური საფრთხეების, ქუჩის ჩხუბისა და „ორეშნიკის“ საფრთხის შესახებ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ