მოსკოვში აშშ-ის საელჩო „ცარიცინოს“ მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშირებულ საფრთხეს აფრთხილებს

მოსკოვში აშშ-ის საელჩომ 31 ოქტომბერს უსაფრთხოების შესახებ გაფრთხილება გაავრცელა. გაფრთხილება „ცარიცინოს“ მუზეუმ-ნაკრძალს ეხება.
საელჩოს განცხადებით, მას სარწმუნო საფრთხის შესახებ შეატყობინეს, რამაც „შეიძლება მასობრივი მსხვერპლი გამოიწვიოს“. საფრთხე დღეს, 31 ოქტომბერს, მოსკოვში, „ცარიცინოს“ მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე არსებობს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის მთავრობა რეაგირების ზომების კოორდინაციას რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან ახდენს.
რუსეთის ხელისუფლების კომენტარი ამ საკითხზე ჯერ არ არის.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











