მსოფლიო

ლატვიამ ქსენია სობჩაკსა და კონსტანტინ ბოგომოლოვს ქვეყანაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აუკრძალა

რუს ჟურნალისტ ქსენია სობჩაკსა და მის მეუღლეს, კონსტანტინ ბოგომოლოვს ლატვიაში შესვლა აეკრძალათ

რუს ჟურნალისტ ქსენია სობჩაკსა და მის მეუღლეს, რეჟისორ კონსტანტინ ბოგომოლოვს ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ. ორივე ლატვიამ არასასურველ პირთა სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ სოციალურ ქსელში აცნობა.

ბრაჟემ X-ზე დაწერა: „საიმიგრაციო კანონის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ქსენია სობჩაკი და კონსტანტინ ბოგომოლოვი ლატვიისთვის არასასურველ პირთა სიაში შევიყვანე და მათ ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ