გერმანიაში ცხოვრების ხარჯების წინააღმდეგ აქციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, ფრანკფურტში მაღაზიები გაძარცვეს

გერმანიაში ცხოვრების გაზრდილი ხარჯების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის მონაცემით, ფრანკფურტის ცენტრში აქციის მონაწილეებმა მაღაზიები გაძარცვეს და სამართალდამცავებს დაუპირისპირდნენ. ძალადობის ინციდენტები ფრანკფურტის გარდა ბერლინში, კიოლნსა და ჰამბურგშიც მოხდა.
პოლიციის თქმით, მომიტინგეები გადაუდებელი დახმარების სამსახურის თანამშრომლებს პიროტექნიკას, ქვებსა და ბოთლებს ესროდნენ. მათ დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს.
ათასობით ადამიანი შეუერთდა ჯგუფ Gen Z regelt-ის („თაობა Z-ი იღებს პასუხისმგებლობას“) მიერ ორგანიზებულ აქციებს. მონაწილეები აპროტესტებდნენ სკოლების არასათანადო დაფინანსებას, ცხოვრების ხარჯების ზრდას, სახელმწიფო დაფინანსების შემცირებასა და სამხედრო სამსახურს.











