მსოფლიო

ზელენსკი სტამბოლში ჩავიდა, ერდოღანთან შავ ზღვაში მიმოსვლას განიხილავს

ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, სადაც რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში, სტამბოლში ჩავიდა. იგი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ჩვენს გუნდთან ერთად სტამბოლში ჩავედით. წინ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გველის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ვმუშაობთ, რათა ჩვენი ხალხის თავდაცვა, თურქეთთან ორმხრივი პარტნიორობა და რეალური დიპლომატიური პერსპექტივები გავაძლიეროთ“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, ერდოღანთან შეხვედრაზე შავ ზღვაში მიმოსვლასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს.

„ასევე, დაგეგმილია შეხვედრა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ