ბორდიუჟა: ქართველებმა მეორე ფრონტზე უარი თქვეს, რადგან საზარბაზნე ხორცად გამოყენება არ სურდათ

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ნიკოლაი ბორდიუჟამ განაცხადა, რომ ქართველებს არ სურთ, დასავლეთის საზარბაზნე ხორცად იქცნენ, ამიტომ უარი თქვეს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე.
მისი თქმით, ქართველები ძალიან ბრძენი ხალხია და კარგად ესმოდათ, სად მიჰყავდათ და როგორ იყენებდნენ.
„უკრაინამ ვერ გაიგო, მაგრამ ქართველებმა გაიგეს. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისას მათ მეორე ფრონტი შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვეს. მიხვდნენ, რომ საზარბაზნე ხორცად მათი გამოყენებაც სურდათ და ძალიან გონივრულად თქვეს ამაზე უარი“, - განაცხადა ბორდიუჟამ.
მისი მტკიცებით, დასავლეთის პარტნიორები ადრე თუ გვიან მიხვდებიან, როგორ და რატომ იყენებენ მათ ოდესღაც ევროკავშირში გაწევრიანების დაპირების სანაცვლოდ.
„ადრე თუ გვიან, ყველასთვის ნათელი გახდება, რა სურთ თქვენგან, ისევე როგორც ქართველებმა გააცნობიერეს, რა სურთ მათგან. ევროპა ათასობით კილომეტრითაა დაშორებული. სურს თუ არა ევროკავშირს საქართველოს თავის შემადგენლობაში მიღება? სერიოზულად მეეჭვება. ამაზე თამაში, დაპირებების მიცემა, შესაძლებელია, რასაც აკეთებენ კიდეც. ევროპას საერთოდ არ სჭირდება საქართველო ევროკავშირში და მითუმეტეს, უკრაინა“, - აღნიშნა ბორდიუჟამ.











