ზელენსკი: ოქტომბერში რუსეთის არმიამ 54 400 დაღუპული ან მძიმედ დაჭრილი სამხედრო დაკარგა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოქტომბერში რუსეთის არმიის 54 400 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ან მძიმედ დაიჭრა. ეს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია.
ზელენსკის თქმით, ოქტომბერში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ტერიტორიის 96.2 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს. ეს რუსეთის ჯარების მიერ იმავე პერიოდში დაკავებულ ტერიტორიაზე 10.4 კვადრატული კილომეტრით მეტია.
„რუსეთი დანაკარგებს განიცდის. ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციებს, ვათავისუფლებთ ტერიტორიას და უზრუნველვყოფთ, რომ ომის ყოველი დღე აგრესორს რაც შეიძლება ძვირი დაუჯდეს. ამ გიჟური დანაკარგების შესაჩერებლად, რუსეთს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა და დიპლომატია სჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ოკუპანტების ოქტომბრის დანაკარგები ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგის მოსახლეობას შეადარა. შტაბის შეფასებით, ეს წითელ მოედანზე დაახლოებით ცხრა სამხედრო აღლუმს ან მოსკოვის მეტროს დაახლოებით 200 ვაგონს უდრის.
სტატიაში მოხსენიებული პირები











