თბილისი

რიყე-ნარიყალას საბაგირო 1 ნოემბრიდან 22:00 საათამდე იმუშავებს

რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე ზამთრის სამუშაო გრაფიკი ამოქმედდა

რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე ზამთრის სამუშაო გრაფიკი ამოქმედდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 2026 წლის 1-ელი ნოემბრიდან საბაგირო მგზავრებს ყოველდღიურად 10:00-დან 22:00 საათამდე მოემსახურება.

მანამდე საბაგირო 24:00 საათამდე მუშაობდა. ზამთრის გრაფიკი ძალაში 2027 წლის 1-ელ ივნისამდე იქნება.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ