კონფლიქტები

ზელენსკი: როსტოვის ოლქში „პანცირ-S2“-სა და S-400-ის სამეთაურო მანქანას დაარტყეს, ზარალი 70 მილიონი დოლარია

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი “სანქციების” სამიზნე როსტოვის ოლქი გახდა, დაზიანებული საჰაერო თავდაცვის საშუალებების ღირებულება დაახლოებით 70 მილიონი დოლარია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა როსტოვის ოლქში საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პანცირ-S2“-სა და „S-400 ტრიუმფის“ სამეთაურო-საშტაბო მანქანას დაარტყეს. დაზიანებული საჰაერო თავდაცვის საშუალებების საერთო ღირებულება დაახლოებით 70 მილიონი დოლარია.

ზელენსკის თქმით, დარტყმა განხორციელდა „კამენსკის კომბინატზეც“ - რუსეთის თავდაცვის მრეწველობის საწარმოზე, რომელიც რაკეტების წარმოებაშია ჩართული.

„ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ სამიზნე როსტოვის ოლქი გახდა. დარტყმა განხორციელდა „კამენსკის კომბინატზე“ - რუსეთის თავდაცვის მრეწველობის საწარმოზე, რომელიც რაკეტების წარმოებაშია ჩართული. დარტყმა ასევე განხორციელდა „პანცირ-S2“-ის სისტემასა და „S-400 ტრიუმფის“ სისტემის სამეთაურო-საშტაბო მანქანაზე. დაზიანებული საჰაერო თავდაცვის საშუალებების საერთო ღირებულება დაახლოებით 70 მილიონი დოლარია“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მან მადლობა გადაუხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფების მებრძოლებს.

„სამართლიანად ვიცავთ თავს რუსეთის აგრესიისგან და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შევამციროთ რუსეთის შესაძლებლობა, ეს აგრესია გააგრძელოს“, - აცხადებს ზელენსკი.

სტატიაში მოხსენიებული პირები

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ