„შაბათის მარში“ თბილისში „საქართველო ივანიშვილის წინააღმდეგ“ ლოზუნგით მიმდინარეობს

თბილისში ტრადიციული „შაბათის მარში“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „ავლაბრის“ მეტროსთან შეიკრიბნენ და იქიდან მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.
მსვლელობაში მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები მონაწილეობენ. დღევანდელი მსვლელობის ლოზუნგია „საქართველო ივანიშვილის წინააღმდეგ“.
მონაწილეებს ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები მიაქვთ. „შაბათის მარში“ პარლამენტთან დასრულდება.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











