პოლიტიკა

სიჭინავა საკონსტიტუციოში: არჩევნებისადმი განწყობა პარტიის აკრძალვის საფუძველი როგორ შეიძლება გახდეს

ბერდია სიჭინავა - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ რომ დაადგინოს, რომ 2024 წლის არჩევნებში ფარულობა დარღვეული იყო, იტყვით, რომ რაკი ბატონმა არჩილმა მიიჩნია, არჩევნები თავისუფალ და სამარ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელში ასახულ ბრალდებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, არჩევნებისა და პოლიტიკური პარტიების განწყობები პარტიის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველი ვერ გახდება.

სიჭინავას განმარტებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ მანდატების დათმობის გადაწყვეტილება არ მიუღია. მისივე თქმით, მანდატები რომც დაეტოვებინათ, ეს კონსტიტუციით გათვალისწინებული აქტია და პარტიის აკრძალვის საფუძველი ვერ გახდება.

„ხალხის წარმომადგენელი კონსტიტუციითა და კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილების ფარგლებს თავად წყვეტს. თუ ეს ანტიკონსტიტუციური აქტია, რატომ დაუჭირა მხარი „ქართულმა ოცნებამ“ მანდატების შეწყვეტას მხარი?!“ - განაცხადა სიჭინავამ.

მისი თქმით, მოსარჩელის ლოგიკა ეფუძნება იმას, რომ არჩევნების ჩატარების შემდეგ ყველამ უნდა მიიჩნიოს, რომ ისინი თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ეს ანტიკონსტიტუციური ქმედებაა. სიჭინავამ იკითხა, მაშინ რატომ არსებობს კანონში არჩევნების შედეგების გასაჩივრების მექანიზმი საუბნო, საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დონეზე, შემდეგ სასამართლოსა და საერთაშორისო სასამართლოში.

სიჭინავამ აღნიშნა, რომ არჩევნების ერთ-ერთი პრინციპი ფარულობაა და 2024 წლის არჩევნები ფარულობის ნაწილში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია გასაჩივრებული. მისი შეკითხვით, თუ სტრასბურგის სასამართლო დაადგენს, რომ ფარულობა, რაც არჩევნების ფუნდამენტური პრინციპია, დარღვეული იყო, შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ რაკი მოსარჩელემ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებულად მიიჩნია, ის ხალხის განწყობებს გამოხატავს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ