ზელენსკი: ოლეშკიში ხერსონის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმით ჰუმანიტარული ოპერაცია განხორციელდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოლეშკიში ადამიანების გადასარჩენად ჰუმანიტარული ოპერაცია განხორციელდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
ზელენსკი წერს: „ხერსონის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაწესდა, რომლის ფარგლებშიც ოლეშკისკენ მიმავალი გზები ნაღმებისგან გაიწმინდა და ჰუმანიტარული დახმარების შეტანა მოხდა. ვიმედოვნებთ, ოლეშკისთან ჰუმანიტარული წვდომა დარჩება“.
მისი თქმით, ოლეშკიდან ევაკუირებულმა ადამიანებმა ჩერნიგოვის ოლქში უკრაინის საზღვარი უკვე გადაკვეთეს.
უკრაინის პრეზიდენტმა მედიაციისთვის მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარესა და აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











