მაკა ბოჭორიშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორობის კანდიდატ ჰანს კლუგეს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის პოსტის კანდიდატ ჰანს კლუგეს შეხვდა. შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობა განიხილეს. ყურადღება ჯანდაცვის სფეროში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზეც გამახვილდა.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ჰანს კლუგემ მინისტრს საკუთარი კანდიდატურა და ორგანიზაციის საქმიანობის სამომავლო ხედვა წარუდგინა. მაკა ბოჭორიშვილმა კი დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, განაგრძოს აქტიური თანამშრომლობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











