უფაში „ბაშნეფტ-ნოვოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დაარტყეს

რუსეთის ქალაქ უფაში, ბაშკირეთის რესპუბლიკის დედაქალაქში, მდებარე „ბაშნეფტ-ნოვოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ტელეგრამ“ არხების ცნობით, იერიშის შედეგად ქარხნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დანადგარს ხანძარი გაუჩნდა.
„ტელეგრამ“ არხი ASTRA წერს, რომ სავარაუდოდ, ქარხნის ტერიტორიაზე კატალიზური რიფორმინგის დანადგარი იწვის. ეს დანადგარი საწვავის გასაწმენდად აუცილებელია.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











